CIU-მ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა

18 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში იაგელონიის უნივერსიტეტთან (პოლონეთი) თანამშრომლობით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე - „საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის თანამედროვე გამოწვევები“.

ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენცია CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ჭალაგანიძემ გახსნა.

„აუდიტორიას სიტყვით მიმართეს საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა, იაგელონიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ანა იახმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ვახტანგ მაისაიამ, CIU-ს ასისტენტ-პროფესორმა, თადარიგის ბრიგადის გენერალმა გელა გიორგაძემ და CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ხატიძემ.

კონფერენციის 50-მდე მომხსენებელმა ნაშრომები წარადგინა 3 დარგობრივ სექციაში: რეგიონული ინტეგრაცია; მედია და თანამედროვე ტექნოლოგიები; საერთაშორისო უსაფრთხოება.

თითოეულ სექციაში მოხსენებებს დარგის ექსპერტებისა და აკადემიური პერსონალისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა.

დასასრულს კონფერენციის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება