მაიკლ როთი - ძალაუფლების შესანარჩუნებლად საქართველოს მთავრობა მზად არის რუსული რეპრესიული მექანიზმები შემოიტანონ - არასწორი იქნება შეკავებასა და ჩუმ დიპლომატიას დავეყრდნოთ, წლების განმავლობაში ვცდილობდით ამას და მარცხი განვიცადეთ

საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად საქართველოს მთავრობა მზად არის რუსული რეპრესიული მექანიზმები შემოიტანონ. არასწორი იქნება შეკავებასა და ჩუმ დიპლომატიას დავეყრდნოთ, და რეალიზებადი კომპრომისის იმედი გვქონდეს. წლების განმავლობაში ვცდილობდით ამას და მარცხი განვიცადეთ, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა გამოცემა Die Tageszeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

„[საქართველოს] მთავრობა ამტკიცებს, რომ რუსეთი საქართველოს მტერია და 2008 წლიდან საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ეს სიმართლეა! მაგრამ რაც ახლა საქართველოში ხდება, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ რუსიფიკაციად აღიქმება. ეს კანონები და კამპანიები რუსეთში არსებობს. მაგრამ ისინი ნამდვილად არ გვსურს ქვეყნებში, რომლებსაც ევროკავშირში შესვლა სურთ. საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ისინი მზად არიან რუსული რეპრესიული მექანიზმები შემოიტანონ… სიცხადე ერთადერთი ენაა, რომელიც იმ ძალებს ესმის, რომლებსაც საკუთარი ქვეყნების ავტორიტარულ სახელმწიფოებად ტრანსფორმაცია სურთ. არასწორი იქნება შეკავებასა და ჩუმ დიპლომატიას დავეყრდნოთ, და რეალიზებადი კომპრომისის იმედი გვქონდეს. წლების განმავლობაში ვცდილობდით ამას - და მარცხი განვიცადეთ… იმედია [გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან ზაფხულში დაიწყება, მაგრამ საქართველოსთან არა. საქართველო დიდხანს იყოს სამაგალითო მოსწავლე, როდესაც საქმე ევროკავშირთან დაახლოებას ეხებოდა. ჩვენ არ ვაჯახუნებთ კარს, არამედ საქართველოს მთავრობა. მაგრამ ის შეიძლება ძალიან სწრაფად კვლავ გაიღოს თუ საქართველოს კანონები, რომლებიც ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს არ შეესაბამება, გაწვეული იქნება”, - განაცხადა როთმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება