„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.

შეკრების ერთი ლოკაცია ევროპის მოედანი იქნება, სადაც ლოზუნგით - „ხელი ჩავჭიდოთ გამარჯვებისთვის”, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ. აქცია-პერფორმანსი 16:00 საათზე დაიწყება.

„არ ვშინდებით, არ ვიღლებით - ვიბრძვით. გელოდებით აქცია-პერფორმანსზე, ჩვენი მომავლის დასაცავად! ჩვენ ერთად დგომით გავიმარჯვებთ!”- აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კანონის მოწინააღმდეგეების ნაწილი, 17:00 საათზე, ვაჟა ფშაველას გამზირზე, საქართველოს ეროვნულ არქივთან შეიკრიბება. მათი მიზანი ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირისა და ჟვანიას (გაგარინის) მოედნის პარალიზებაა.

„ახლა გაჩერების დრო არ არის. საჭიროა მკაფიო ნაბიჯები, ქვეყანას ჩვენი ერთობა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას”, - აცხადებენ ორგანიზატორები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება