სერგეი ლავროვი - დროა, კიევის რეჟიმმა დედამიწაზე არსებული რეალობა აღიაროს

დროა, კიევის რეჟიმმა დედამიწაზე არსებული რეალობა აღიაროს და დასავლეთმა თავისი არაპერსპექტიული მიზნებისთვის უკრაინის მსხვერპლად შეწირვა შეწყვიტოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„დროა, კიევის რეჟიმმა აღიაროს დედამიწაზე არსებული რეალობა. იმედი მაქვს, რომ ეს გზავნილი, რომელიც არაერთხელ განმეორდა, მიიღება და დასავლეთი მიხვდება, რომ დროა შეწყვიტოს უკრაინის მსხვერპლად შეწირვა მისი აბსოლუტურად უშედეგო მიზნებისთვის“, - აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთმა კარგად იცის, რა შესაძლებლობებიც აქვს.

„შესანიშნავად გვესმის ის შესაძლებლობები, რაც გვაქვს, მათ შორის უკრაინის ირგვლივ სიტუაციის განვითარების ყველა შემთხვევა“, - აღნიშნა ლავროვმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება