ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან

„ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის!“, - ამ მოწოდებით თბილისში, ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები იკრიბებიან.

სტუდენტების თქმით, ისინი გეგმავენ, რომ ევროპის მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრან.

„არ ვშინდებით, არ ვიღლებით - ვიბრძვით. გელოდებით აქცია-პერფორმანსზე, ჩვენი მომავლის დასაცავად! ჩვენ ერთად დგომით გავიმარჯვებთ!“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, თბილისში, 17:00 საათზე, აღნიშნული კანონის წინააღმდეგ შეკრებას სამოქალაქო საზოგადოება ვაჟა-ფშაველას გამზირზე, არქივთან გეგმავს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მათი მიზანია, რომ ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა, პეკინის გამზირები და ასევე, გაგარინის მოედნის პარალიზება მოახდინონ.

ევროპის მოედანზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო, წინააღმდეგ ხმა 30-მა დეპუტატმა მისცა. აღნიშნულ კანონს გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება