ირანის შს მინისტრი ადასტურებს, რომ ვერტმფრენმა, რომელშიც ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, „უხეში დაშვება“ განახორციელა - ადგილზე სამაშველო ჯგუფები მიემართებიან

ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა და სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მიდიან, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმედ ვაჰიდიმ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება დამატებით დეტალებს ელოდება.

ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ვერტმფრენში რაისთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი და სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებოდნენ.

ნახევრად ოფიციალურმა ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Fars-მა ირანელებს მოუწოდა პრეზიდენტ რაისისთვის ილოცონ.

ამასთან, მედია წერს, რომ მაშველებმა ვერტმფრენის მდებარეობა ჯერ ვერ აღმოაჩინეს. სამუშაოებს ძლიერი წვიმა და ნისლი ართულებს.

არსებული ცნობებით, ირანის დელეგაცია აზერბაიჯანში სამი ვერტმფრენით იმყოფებოდა, ორი ვერტმფრენი, რომელშიც მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ დაეშვა.

19 მაისს, აზერბაიჯანისა და ირანის სახელმწიფო საზღვარზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და ებრაჰიმ რაისის შეხვედრა გაიმართა. აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტების მონაწილეობით „ხუდაფერინის“ ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება და „გიზ გალას“ ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონია გაიმართა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება