სტუდენტებმა მშვიდობის ხიდზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ევროპის მოედანზე

აპროტესტებდნენ, მსვლელობით მშვიდობის ხიდზე გადაინაცვლეს, საიდანაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.

ისინი სკანდირებენ: “საქართველოს გაუმარჯოს”, “არა რუსულ კანონს”, “საქართველო”, “სად მივდივართ? - ევროპაში!”.

მანამდე, აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო, წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. აღნიშნულ კანონს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება