საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 10 სტუდენტს ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნათ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიანტებს: თამარ იმერლიშვილს, ნიკა ქებურიას, ნოდარ ცხოვრებაძეს, მარიამ ბოკუჩავას, დავით ჯამასპიშვილს, ქეთევან ხასაიას, ლუკა სამხარაძეს, ზურაბ მელაძეს, ირმა ნადოევს და ვალერია ტკაჩენკოს, შესაბამისი სერტიფიკატები ფაკულტეტის დეკანმა გადასცა. როგორც პროფესორი ირაკლი გაბისონია აცხადებს, სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 150 ლარს და გაიცემა 9 კალენდარული თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.

„სტიპენდია გადაეცემა სტუდენტს, რომელიც არის წარჩინებული, მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს, სემესტრებში მიმდინარე შედეგების მიხედვით „საუკეთესო“ და „კარგი“ შეფასებების მაქსიმალური რაოდენობა. ასევე, ვითვალისწინებთ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში მიღწევებს. აქტიურად მონაწილეობს უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მონაწილეობს სხვადასხვა სტუდენტურ ორგანიზაციებში, ასოციაციებში, მნიშვნელოვან ღონისძიებებში, აქვეყნებს პუბლიკაციებს, მონაწილეობს კონფერენციებში. წელს სტიპენდია დაენიშნა 10 სტუდენტს. მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ინიციატივისა და მხარდაჭერისთვის, სტუდენტებს კი წარმატებებს ვუსურვებ“, - აცხადებს ირაკლი გაბისონია.

სტუ-ის ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დღემდე 40-ზე მეტ სტუდენტს აღებული აქვს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება