ირანის უმაღლესი ლიდერი მოსახლეობას მოუწოდებს, ილოცონ ებრაჰიმ რაისისთვის

ირანის უმაღლესი ლიდერი, აითოლა ალი ხამენეი მოსახლეობას მოუწოდებს ილოცონ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისთვის.

ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ვერტმფრენი, რომელშიც პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, ჩამოვარდა.

მისი თქმით, ერმა "უნდა ილოცოს" რაისის ჯანმრთელობისთვის.

„თუ ირანელი ხალხი არ ინერვიულებს, არ იქნება ქვეყნის მუშაობაში შეფერხება“, - დასძენს ხამეინი, რომლის მიმართვასაც ირანის სახელმწიფო მაუწყებელი ავრცელებს.

შეგახსენებთ, ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ქვეყნის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ირანისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან დაბრუნების შემდეგ ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა, როდესაც ვერტმფრენის ინციდენტი მოხდა. ებრაჰიმ რაისმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირან-აზერბაიჯანის საზღვართან "ხუდაფერინის“ და „გიზ გალას“ კაშხალი გახსნეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება