ირანის წითელი ნახევარმთვარის მოძრაობამ უარყო სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაცია ჩამოვარდნილი ვერტმფრენის პოვნის შესახებ

ირანის წითელი ნახევარმთვარის ჰუმანიტარულმა მოძრაობამ უარყო სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაცია ჩამოვარდნილი ვერტმფრენის პოვნის შესახებ.

მანამდე, "გარდიანმა" ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით დაწერა, რომვერტმფრენი, რომელიც ჩამოვარდა, სამძებრო ჯგუფებმა იპოვეს.

მედია აღნიშნავდა, რომ ჯერ არ არის ბორტზე მყოფთა მდგომარეობის შესახებ ცნობები.

პარალელურად თურქეთი აგზავნის სამძებრო-სამაშველო აღჭურვილობას ირანის დასახმარებლად. ქვეყნის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში ღამის ხედვის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენი, 32 პერსონალი და ექვსი მანქანაა გაგზავნილი. საჭიროების შემთხვევაში კიდევ 15 ჯგუფი მზადყოფნაშია მოყვანილი.

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენმა მას შემდეგ, რაც პრობლემები შეექმნა ქვეყნის ჩრდილოეთით ძლიერ ნისლში "უხეში დაშვება" განახოციელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რაისი ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა, ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან დაბრუნების შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს