მედია - ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ძებნაში ჩართულმა თურქულმა დრონმა სითბოს წყარო გამოავლინა

ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ძებნაში დახმარების აღმოჩენის მიზნით თურქეთის მიერ გაგზავნილმა დრონმა სითბოს წყარო გამოავლინა, - ინფორმაციას BBC-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu Bayraktar Akıncı-ს ტიპის დრონის მიერ გადაღებულ კადრებს ავრცელებს, სადაც ნაჩვენებია ფერდობი და ბნელი ლაქა.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ადგილის კოორდინატები ირანის ხელისუფლებას აცნობეს.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, "მძიმე დაშვება" განახორციელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის, აჰმად ვაჰიდის განცხადებით, სამძებრო სამუშაოებს ამინდის რთული პირობები აფერხებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება