ირანის მთავრობამ სასწრაფო სხდომა მოიწვია

ირანის მთავრობამ სასწრაფო შეხვედრა ჩანიშნა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ მგზავრებს შორის არიან, - ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს.

სააგენტომ გაავრცელა ებრაჰიმ რაისის ცარიელი, შავი სარტყლით შემოსილი სკამის ფოტო.

ამასთან, სააგენტო FARS-ი იუწყება, რომ სამგლოვიარო მსვლელობის დრო და დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ირანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილო-დასავლეთ ირანში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას მასში მყოფი ყველა ადამიანი, მათ შორის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს