პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს - ეს პირდაპირ აისახება დასაქმების მაჩვენებლების ზრდასა და უმუშევრობის შემცირებაზე

ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს, რაც ბუნებრივია, პირდაპირ აისახება დასაქმების მაჩვენებლების ზრდაზე და უმუშევრობის შემცირებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, "საქსტატის" მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოს კარგი დინამიკა აქვს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით.

„დღეს გამოქვეყნდა დასაქმების მონაცემები "საქსტატის" მიერ. ძალიან კარგი მაჩვენებლები გვაქვს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, პირველ კვარტალში არის 4%-ით შემცირებული უმუშევრობის მაჩვენებელი და უმუშევრობამ შეადგინა 14%, ნაცვლად შარშანდელი შესაბამისი პერიოდის 18% პროცენტისა. დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 89 400 ადამიანით. შესაბამისად, 10.4 %-ით შეადგინა 953 ათასი ადამიანი, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 40 500 ადამიანით და შეადგინა დაახლოებით 448 ათასი ადამიანი. უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი. კარგი დინამიკა გვაქვს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით. ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს, რაც ბუნებრივია, პირდაპირ აისახება დასაქმების მაჩვენებლების ზრდაზე და უმუშევრობის შემცირებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს