სერგეი ლავროვი - ებრაჰიმ რაისი რუსეთის ნამდვილი, სანდო მეგობარი იყო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი რუსეთის ნამდვილი, სანდო მეგობრები იყვნენ.

„რუსეთში, ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ცნობილი იყვნენ, როგორც ჩვენი ქვეყნის ნამდვილი, სანდო მეგობრები. მათი როლი რუსეთ-ირანის ორმხრივად სარგებლის მომტანი თანამშრომლობისა და ნდობის პარტნიორობის განმტკიცებაში ფასდაუდებელია. გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს, ისევე როგორც მთელ ირანელ მეგობარ ხალხს“, - აღნიშნა ლავროვმა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ ირანის პრეზიდენტი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება