სტუდენტების ნაწილის ორგანიზებული პროტესტის კვირეული იწყება

სტუდენტების ნაწილის ორგანიზებული პროტესტის კვირეული იწყება. სტუდენტური პროტესტის კვირეულის ფარგლებში, პირველი მსვლელობა დღეს, 20 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს ორ ლოკაციაზე - სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოსა და წერეთლის მეტროსადგურთან შეიკრიბებიან, ფინალური ლოკაცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საბოლოო ლოკაცია მსვლელობისას გახდება ცნობილი.

„სტუდენტებმა გაფიცვით ჩვენი პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ. თუმცა არ ვაპირებთ გაჩერებას საბოლოო მიზნამდე, განვაგრძობთ მოქმედებას.

ყოველი პროტესტის წინა დღეს გავასაჯაროებთ რეალურ ლოკაციებს. გპირდებით მასშტაბურ და თვისობრივად ახალ პროტესტს, დამატებით დეტალებს შეგნებულად არ ვასაჯაროებთ“,-წერია ინფორმაციაში.

მსვლელობების ორგანიზატორები არიან: თსუ-ს სტუდენტები, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა, ჯიპას სტუდენტური მოძრაობა, BTU აქტივობები და აქტივისტი მედიკოსები დაშავებული აქტივისტებისთვის.

ცნობისთვის, სტუდენტები საქართველოს პარლამენტში მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს