Politico - კონგრესში წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებას ითვალისწინებს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „მზარდად და სამწუხაროდ ადგას რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების პოლიტიკას“. კანონპროექტის თანახმად, თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-სა და დასავლური დემოკრატიის სხვა ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას მაშინ, როცა ზრდის კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან.

Politico-ს ინფორმაციით, კანონპროექტს კონგრესს „რესპუბლიკელი“ ჯო უილსონი, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს. მისი პირობები ავალდებულებს ამერიკელ მაღალჩინოსნებს, აცნობონ კონგრესს „საქართველოში არსებული არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციის კვანძების შესახებ“, ასევე რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებენ.

Politico წერს, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვა ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც „აკისრიათ მატერიალური პასუხისმგებლობა საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ან უსაფრთხოების ძირის გამოთხრის ან დაზიანებისათვის“.

„როგორც „დემოკრატიის დაცვისა და უზრუნველყოფის“ ძალისხმევის ნაწილი, კანონპროექტი ითვალისწინებს სავიზო აკრძალვას პოლიტიკოსებისთვის და პოლიტიკოსების ოჯახებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონმდებლობის მიღებაზე“, - წერს გამოცემა.

Politico-ს ინფორმაციით, სანქციების სამიზნე ასევე იქნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები და უსაფრთხოების სამსახურები, რომლებმაც ხელი შეუშალეს „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს. „ხელისუფლებამ ათიათასობით ადამიანს, რომელიც ქუჩაში გამოვიდა, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ცემითა და დაკავებით უპასუხა“, - წერს გამოცემა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს