თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლ „ზვავით“ წარსდგა

თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრის დასმა თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე “International Blacksea Theatre Festival”, სპექტაკლი "ზვავი" წარმოადგინა. პიესის ავტორი თურქი დრამატურგი - თუნჯერ ჯუჯენოღლუა. სპექტაკლი „ზვავი“ ახმეტელის თეატრში კოპროდუქციის შედეგად აზერბაიჯანელმა რეჟისორმა - ირადა გოზალოვამ 2019 წელს განახორციელა.

ზვავი „ წარმატებით იდგმება მსოფლიოს სხავადასხვა თეატრების სცენაზე. ავტორი ამ პიესით ეხმიანება ისეთ აქტუალურ და მუდმივად მტკივნეულ საკითხს, როგორიცაა დანერგილი შიში ადამიანებს შორის და რა ხდება მაშინ, როდესაც წესები ირღვევა და ვხვდებით რომ ცვლილებების დროა? ხმას ვიღებთ! მთელი სამყაროს გასაგონად ვიღებთ ხმას და ვემზადებით ცვლილებებისთვის, რომელიც განპირობებულია თავისუფლების მოპოვების სურვილით.

სპექტაკლის ნახვის საშუალება ქართველ მაყურებელს 13 ივნისს, ახმეტელის თეატრში ექნება.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს