ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჰააგის სასამართლოს პროკურორი პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს „ჰამასის“ ბოროტ, ნაცისტების მსგავს ურჩხულებთან ერთად მოიხსენიებს - ისტორიული სირცხვილი!

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელის ოფიციალური პირების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნას „ისტორიული სირცხვილი“ უწოდა.

„მაშინ, როცა „ჰამასის“ წევრი მკვლელები და მოძალადეები კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადიან, პროკურორი ისრაელის პრემიერ-მინისტრს და თავდაცვის მინისტრს „ჰამასის“ ბოროტ ნაცისტების მსგავს ურჩხულებთან ერთად მოიხსენიებს - ისტორიული სირცხვილი, რომლის დამახსოვრება სამუდამოდ მოხდება!“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა.

ისრაელ კაცმა აღნიშნა, რომ მან საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციური ოთახის შექმნა დაავალა, რომლის მიზანი სისხლის სამართლის სასამართლოს საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.

შეგახსენებთ, დღეს, სისხლის სამართლის სასამართლოს საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის და „ჰამასის“ ლიდერის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება