გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება, სადაც „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მინისტრი, პანელური დისკუსიის ფორმატში, მსოფლიოს 114 ქვეყნის განათლების მინისტრების წინაშე სიტყვით წარდგება და საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარების პერსპექტივებზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და განათლების ხარისხზე ისაუბრებს.

გიორგი ამილახვარი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს როგორც კოლეგა მინისტრებთან, ასევე ბრიტანული საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც სამომავლო თანამშრომლობის გზებზე იმსჯელებს.

ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენს განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები, ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორც განათლების სფეროს განვითარების მექანიზმები. განათლების მინისტრები მსჯელობენ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ და დანერგონ ეფექტიანად თანამედროვე მიღწევები სწავლა-სწავლების პროცესში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება