ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტ რაისის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტ რაისის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა, - ამის შესახებ განცხადებას კრემლი ავრცელებს.

„ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ებრაჰიმ რაისს კარგად იცნობდა და მას აფასებდა, როგორც სანდო პარტნიორს, რომელმაც რუსეთსა და ირანს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

კრემლის ცნობით, ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, მოჰამად მოხბერმა ვლადიმერ პუტინს თანაგრძნობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მხარეებმა, ორივე ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ, რუსეთ-ირანის ყოვლისმომცველი ურთიერთობის შემდგომი გაძლიერების სურვილს ხაზი გაუსვეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება