სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა №11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის ბოლო ზარის ღონისძიება გამართა

პენიტენციური სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, წელს პენიტენციურ სისტემაში სკოლა 10-მა არასრულწლოვანმა დაასრულა, 3 მათგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზეა დარეგისტრირებული და უმაღლესი განათლების მიღებას გეგმავს.

სამსახურის ცნობით, მოსწავლეებს პენიტენციური სამსახურისგან საჩუქრად გადაეცათ სიმბოლური თეთრი მაისურები, რომლებზეც სტუმრებმა მისალოცი წარწერები გააკეთეს.

„ღონისძიების ფარგლებში გიტარის პედაგოგთან ერთად მსჯავრდებულების მონაწილეობით შესრულდა მუსიკალური ნომრები; კონცერტი გამართა ჯგუფ „ფრანის" სოლისტმაც; გამოიფინა მსჯავრდებულთა ნახატები და ხის ნამუშევრები.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თითოეულ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ზრუნვა და მათთვის პროფესიული და აკადემიური განათლების მიღების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში ფუნქციონირებს არაერთი პროფესიული პროგრამა, სადაც მსჯავრდებულები ახალ პროფესიას ეუფლებიან; მოქმედებს საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი", რომლის ფარგლებში მსჯავრდებული სტუდენტები უმაღლეს განათლებას საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში ონლაინ ფორმატში დისტანციურად იღებენ.

№11 დაწესებულებაში ბოლო ზარისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება