ანონსი  21 მაისი

21 მაისს, 09:20 საათზე, საქართველოს პარლამენტში, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები ანა ნაცვლიშვილი, ლანა გალდავა, თორნიკე ართმელაძე და „ლელოს“ წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გიორგი სიორიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

თემა: შეხვედრაზე მხარეები საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაზე, არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრებენ.

21 მაისს, 11:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქვეყნის მასშტაბით ბოლო პერიოდში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და ნარკორეალიზატორების დაკავების შესახებ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: გულუას ქუჩა N10

21 მაისს, 11:00 საათზე, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ვირუსების სეზონი, რა ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში; ყივანახველას ინფეცია, გაფრთხილება მშობლებს.

მის: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო: 599 72 65 65

21 მაისს, 11:00 საათზე, „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: აშშ-ს მიერ შეთავაზებული პაკეტი საქართველოს.

მის: საბურთალოს ოფისი (სააკაძის მე-2 გასასვლელი 10, სართული 5)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

21 მაისს, 11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „საწვავის ბაზარზე არსებული ვითარება: ფასების კლება საერთაშორისო ბაზრებზე; როდის და როგორ აისახება ტენდენცია საქართველოში - პროგნოზი ფასებთან დაკავშირებით“.

მის: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება