ენტონი ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელის „ჰამასთან“ გაიგივებას უარვყოფთ, ეს სამარცხვინოა

აშშ, ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებას, კატეგორიულად უარყოფს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის დღევანდელ განცხადებას, რომ ის „ჰამასის“ ტერორისტებთან ერთად ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერებსაც მოითხოვს, კატეგორიულად უარყოფს“, - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ მიმდინარე კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე აშშ-მა ნათლად აჩვენა ის, რომ ამ საკითხში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია არ აქვს და იგი წევრი სახელმწიფოების მიერ შეიქმნა, როგორც შეზღუდული იურისდიქციის მქონე სასამართლო.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი სასამართლოს წევრი არ არის, იგი პროკურორთან თანამშრომლობისთვის მზად იყო და მომავალ კვირას პროკურორი ისრაელში გამოძიების განსახილველად უნდა ჩასულიყო.

„ჩვენ პროკურორის მიერ ისრაელის „ჰამასთან“ გაიგივებას უარვყოფთ. ეს სამარცხვინოა. „ჰამასი“ სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელმაც ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა განახორციელა და დღემდე ათობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ამერიკელები, მძევლად ჰყავს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება