აშშ ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და დელეგაციის სხვა წევრების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

აშშ ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და დელეგაციის სხვა წევრების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს.

მილერის თქმით, აშშ ირანელი ხალხისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის ბრძოლის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ჩრდილო-დასავლეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის ამირ -აბდოლაჰიანის და მათი დელეგაციის სხვა წევრების დაღუპვის გამო ოფიციალურ მწუხარებას გამოთქვამს. ახლა, როდესაც ირანი ახალ პრეზიდენტს ირჩევს, ჩვენ ირანელი ხალხის და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის მათი ბრძოლის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება