გიორგი ვაშაძე - აშშ-ს შეთავაზების პაკეტი საქართველოსთვის მხოლოდ დასაწყისია იმ უდიდესი სარგებლის, რასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი ეღობება

აშშ-ს შეთავაზების პაკეტი - Megobari საქართველოსთვის, რომელიც გულისხმობს სავიზო რეჟიმის გამარტივებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას, არის მხოლოდ დასაწყისი იმ უდიდესი სარგებლისა, რასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი ეღობება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „თუ ჩვენ დავამარცხებთ “ქართულ ოცნებას”, საქართველოს ექნება წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობა თავისუფალ სამყაროში“.

„ეს არის ნამდვილი მეგობრული აქტი, რომელიც შეეხება თითოეულ ქართულ ოჯახს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ამ პერსპექტივისა და შესაძლებლობის დაკარგვის უფლება არ გვაქვს! ბრძოლა ბოლომდე!“, - წერს ვაშაძე სოციალურ ქსელში.

Politico-ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება