ვოლოდიმირ ზელენსკი - მოკავშირეების გადაწყვეტილებები ერთი წლით იგვიანებს - ყველა შეეჩვია იმ ფაქტს, რომ უკრაინელები კვდებიან

დასავლელ მოკავშირეებს ძალიან დიდი დრო სჭირდებათ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

”ყოველი გადაწყვეტილება, რომლამდეც ჩვენ, შემდეგ ყველა ერთად მივდივართ, დაახლოებით ერთი წლით იგვიანებს, მაგრამ ეს არის ის, რაც არის: ერთი დიდი ნაბიჯი წინ, მაგრამ მანამდე ორი ნაბიჯი უკან. ამიტომ ჩვენ ცოტა უნდა შევცვალოთ პარადიგმა“,, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სურდა, რომ უკრაინის პარტნიორები უფრო პირდაპირ ჩართულიყვნენ ომში, მაგრამ ესმოდა, რომ ისინი უფრთხილდებიან რუსეთის ანტაგონიზაციას.

”ეს ნების საკითხია, მაგრამ ყველა ამბობს სიტყვას, რომელიც ყველა ენაზე ერთნაირად ჟღერს: ყველას ეშინია ესკალაციის. ყველა შეეჩვია იმ ფაქტს, რომ უკრაინელები კვდებიან - ხალხისთვის ეს ესკალაცია არ არის”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას, საკუთარი ცის დასაცავად, მინიმუმ, 120 -130 საბრძოლო თვითმფრინავი სჭირდება

„რუსები უკრაინის ტერიტორიაზე 300 თვითმფრინავს იყენებენ. ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 120-130 თვითმფრინავი ცაში წინააღმდეგობის გასაწევად", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ ქვეყნებს თვითმფრინავების დაუყოვნებლივ მიწოდება არ შეუძლიათ, მათ შეუძლიათ თვითმფრინავებით, რომლებიც ნატო-ს მეზობელ ქვეყნებში ჰყავთ, რუსული რაკეტები მოიგერიონ და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს