პოლონეთმა რუსეთის დივერსიულ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის 9 ადამიანი დააკავა

პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 9 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პირები რუსეთის სავარაუდო დივერსიულ შეთქმულებებთან დაკავშირებით დააკავეს.

„ამჟამად ჩვენ ცხრა ეჭვმიტანილი გვყავს დაკავებული, რომლებიც უშუალოდ რუსეთის (დაზვერვის) სამსახურების სახელით იყვნენ ჩართული პოლონეთში დივერსიულ აქტებში. ისინი არიან უკრაინის, ბელარუსის და პოლონეთის მოქალაქეები“, - აღნიშნა ტუსკმა.

მისი განმარტებით, დაკავებულებს ბრალი ედებათ ცემაში, ცეცხლის წაკიდებასა და ცეცხლის წაკიდების მცდელობაში, მათ შორის დასავლეთ პოლონეთში, ვროცლავის საღებავების ქარხანაში და ლიეტუვაში, „იკეას“ ცენტრში ხანძრის გაჩენის მცდელობები.

ტუსკის თქმით, რუსული შეთქმულებები ეხება არა მხოლოდ პოლონეთს, არამედ ლიეტუვას, ლატვიას და შესაძლოა შვედეთს. პოლონეთის პრემიერის ინფორმაციით, მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს