ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება

ირანში ხელისუფლების შტოების ხელმძღვანელებმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 28 ივნისი დაასახელეს, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანდიდატების რეგისტრაცია 30 მაისიდან 3 ივნისამდე მოხდება, ხოლო საარჩევნო კამპანიის პერიოდი 12-დან 27 ივნისამდე გაგრძელდება.

ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუცია ითვალისწინებს საბჭოს ფორმირებას, რომელიც განაგებს ქვეყნის აღმასრულებელ საქმეებს 50 დღის ვადით და ასევე, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადებას.

შეგახსენებთ, ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანსა და სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა, რასაც ყველა მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება