ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

ტრადიციულად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის კიევში ვიზიტის შესახებ წინასწარ ცნობილი არ იყო.

კიევში ჩასვლისას ანალენა ბერბოკმა საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„რუსული რაკეტებისა და დრონებისგან დასაცავად უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება. ახლა ჩვენ ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ, რათა უკრაინა გადარჩეს და პუტინის ჯარები ჩვენს საზღვრებთან მალე არ აღმოჩნდნენ“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ანალენა ბერბოკი კიევს მეშვიდედ ეწვია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება