ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტთან გაფიცული სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტთან გაფიცული სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი თქმით, ქუჩაში პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება ახალგაზრდების მოთხოვნას, კანონპროექტის უკან გაწვევის თაობას არ იზრუნებს.

„მთავარი გეგმაა, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და ჩვენს სათქმელს ვიტყვით „არა რუსულ კანონს“, „არა რუსულ პოლიტიკას“ არა ყველაფერ იმას, რაც ერთმანეთს გვაშორებს, არა იმას, რასაც გამოვყავართ სტუდენტები აუდიტორიიდან. გაფიცვა პერსონალური ნებაა და ჩვენ პერსონალურად ვცემთ პატივს ანუ თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ აუდიტორიებში შევიდეს - შევიდეს… ძირითადად უნივერსიტეტის მხრიდან ჩვენს მიმართ მხარდაჭერა არსებობს და გაცდენილ საათებს ავანაზღაურებთ, ამიტომ ვიღაცას მისი გამოხატვის ფარგლებში საფრთხე არ დაემუქრება, რომ შემდეგ ვერ მიიღოს განათლება. ჩვენ აქ ვდგავართ და ველოდებით, რომ შემოგვიერთდნენ. ახალგაზრდები გვიერთდებიან და ამ გეგმას მათთან ერთად განვახორციელებთ. ქალაქის ყველა ქუჩას შემოვივლით, ეს იქნება მარშები თუ ღია ცის ქვეშ საპროტესტო ლექციები. დანებებას არ ვაპირებთ!”- აცხადებს სტუდენტი თემო ტარიელაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება