ლაშა ფარულავა - აშშ საქართველოს არ მიატოვებს და ცხადია მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან, მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას

საქართველოს არ მიატოვებს შეერთებული შტატები და ცხადია მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან, საქართველოს მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომელიც Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, აშშ მხარს საქართველოს მოქალაქეებს უჭერს, რომლებიც ქვეყნის საგარეო კურსს და ტრაექტორიას იცავენ.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ძალადობას ხელისუფლების მხრიდან და ეს არის კიდევ ერთი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომ ის არის ქართველ ხალხთან და საქართველო აუცილებლად იქნება დემოკრატიული ქვეყანა. ამიტომ ერთადერთი გზა და გამოსავალი არის, მმართველმა პარტიამ უკან წაიღოს „რუსული კანონი“ და ჩაატაროს ნორმალური, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები.

რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და არ აპირებს მიატოვოს მეგობრები. საქართველოს არ მიატოვებს შეერთებული შტატები და ცხადია მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან, საქართველოს მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას.

„რუსული კანონი“ ცვლის საგარეო კურსს, ტრაექტორიას, არის საფრთხე და ამიტომ გზავნილი პირველ რიგში შეიცავს იმას, რომ ივანიშვილის პარტია უნდა მორჩეს სახელმწიფოს რყევას, დაზიანებას და ჩაატაროს ნორმალური არჩევნები, რადგან ეს საქართველოს სახელმწიფოს სჭირდება.

რაც შეეხება სანქციებს, დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის საგარეო კურსის ცვლილება ეს უკვე წითელი ხაზია და ვინც გადაკვეთს წითელ ხაზს ყველას დაეკისრება პასუხისმგებლობა, მათ შორის საერთაშორისო, ფინანსური და სავიზო სანქციები არის მოსალოდნელი. მახვილი ახლა იმ დეპუტატების თავზე კიდია, რომლებიც მზად არიან მხარი ივანიშვილის პარტიის რეინიცირებულ „რუსულ კანონსა“ და კრემლის ინსტრუქციას დაუჭირონ“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება