აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - მაისის განმავლობაში ბათუმს უცხოელი ჟურნალისტები 10-მდე ქვეყნიდან სტუმრობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ყაზახი „ინფუენსერები“ სტუმრობდნენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, „კონტენტ კრეატორების“ აჭარაში მოგზაურობას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ეტაპისთვის, მათ მიერ რეგიონში მოგზაურობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ „კონტენტს“ 5 მილიონამდე წვდომა აქვს.

„ინფლუენსერები“ ძველ ბათუმს, ბულვარს და ქალაქის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს სტუმრობდნენ. ასევე, მოინახულეს გონიოსა და პეტრას ციხეები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ქედის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ადგილობრივი სამზარეულოსა და ღვინის დასაგემოვნებლად კი მედიატურის მონაწილეები ქედაში ღვინის მარანს ეწვივნენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად მედიატურების ორგანიზებას აგრძელებს, როგორც ევროპული, ისე აზიური ქვეყნებიდან. მაისის განმავლობაში, უწყების მოწვევით რეგიონს უკვე სტუმრობდა ჟურნალისტები და „ინფლუენსერები“ ლიეტუვიდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან და ყაზახეთიდან. თვის ბოლომდე რეგიონს, ასევე, ფინელი, ესტონელი, უზბეკი და სომეხი ჟურნალისტები ესტუმრება . შედეგად, აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალები სამიზნე ქვეყნების ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!