იოავ გალანტი - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის პარალელი ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასსა“ და ისრაელის სახელმწიფოს შორის, ამაზრზენია - არ ვცნობთ ამ სასამართლოს უფლებამოსილებას

ისრაელის სახელმწიფო 7 ოქტომბრიდან ებრძვის მკვლელ და სისხლისმსმელ მტერს, რომელმაც სისასტიკე ჩაიდინა ისრაელელი ქალების, ბავშვებისა და მამაკაცების წინააღმდეგ და ახლა საკუთარ ხალხს ცოცხალ ფარად იყენებს, - ასე ეხმაურება ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებას ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნის შესახებ.

იოავ გალანტის მტკიცებით, ისრაელის თავდაცვის ძალები იბრძვის საერთაშორისო სამართლის წესების შესაბამისად, უნიკალურ ჰუმანიტარულ ძალისხმევას ახორციელებს, რომლის მსგავსსაც არცერთ შეიარაღებულ კონფლიქტში არ ჰქონია ადგილი.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის პარალელი ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასსა“ და ისრაელის სახელმწიფოს შორის საშინელი და ამაზრზენია. ისრაელის სახელმწიფო არ არის სასამართლოს მხარე და არ ცნობს მის უფლებამოსილებას. პროკურორ კარიმ ხანის მცდელობა, უარყოს ისრაელის სახელმწიფოს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და გაათავისუფლოს გატაცებული პირები, სრულად უნდა იქნას უარყოფილი“, - აღნიშნა გალანტმა.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის და „ჰამასის“ სამი ლიდერის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა. მისი განმარტებით, აქვს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აღნიშნულ პირებს სავარაუდო ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება