ემანუელ მაკრონი ახალ კალედონიას ეწვევა, სადაც ბოლო პერიოდში არეულობაა

ემანუელ მაკრონი ახალ კალედონიას ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი, პრისკა თევენო ავრცელებს.

„იგი იქ დღეს საღამოს გაემგზავრება“, - განაცხადა საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა.

პრისკა თევენომ აღნიშნა, რომ ახალ კალედონიაში სიტუაცია მშვიდდება.

შეგახსენებთ, არეულობა საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ახალ კალედონიაში, სადაც 270 000 ადამიანი ცხოვრობს, მას შემდეგ დაიწყო, რაც, რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას ხმის უფლების შესახებ. ცვლილებები საფრანგეთის მცხოვრებლებს, რომლებიც 10 წლის განმავლობაში ახალ კალედონიაში ცხოვრობენ, პროვინციულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას აძლევს. ზოგიერთი ადგილობრივი ლიდერი შიშობს, რომ ეს ცვლილება მკვიდრი მოსახლეობის ხმების წილს შეამცირებს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა გასულ ოთხშაბათს ახალ კალედონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. არეულობის შედეგად, დღემდე, 6 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება