შრომის ინსპექციის სამსახური - 2023 წელს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 42%-ითაა შემცირებული

,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, 2023 წლის განმავლობაში შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, ჯამში, 3765 ინსპექტირება განხორციელდა.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში პირველადი ინსპექტირებების შედეგად შემოწმდა 1636 ობიექტი, განხორციელებული ინსპექტირებები კი 81 904 -მდე დასაქმებულ პირს შეეხო.

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელთან შედარებით 23%-ით გაზრდილია იმ შემოწმებული ობიექტების რაოდენობა, რომელთაც სრულად გამოასწორეს გამოვლენილი დარღვევები პირველივე გადამოწმებისას.

ანგარიშში მითითებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წელს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2018 წელთან შედარებით შემცირებულია 42%-ით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება