კახა კალაძე - პირდაპირ იკვეთება კონსტიტუციის დარღვევა იმიტომ, რომ ახსნა-განმარტება არ გაკეთებულა, ვეტო რატომ დაადო - პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით კანონპროექტზე მსჯელობის ყველა შესაძლებლობა ჩაკეტა

პირდაპირ იკვეთება კონსტიტუციის დარღვევა იმიტომ, რომ არანაირი ახსნა-განმარტება არ არის გაკეთებული, თუ რატომ იქნა დადებული ვეტო, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადება.

კალაძის განცხადებით, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით კანონპროექტზე მსჯელობის ყველა შესაძლებლობა ჩაკეტა.

„შეურაცხმყოფელი იყო ის, რომ ერთი დღით მივიღოთ კანონიო, რაც ეწერა, თუმცა ყველაფერ ამის მიუხედავად, ჩვენ შევძლებთ ვეტოს დაძლევას. ვეტოთი იყო შესაძლებლობა, ყოფილიყო მსჯელობა, დეტალებში შევსულიყავით, თუ იქნებოდა სამართლებრივი შენიშვნები კანონთან დაკავშირებით გაგვეთვალისწინებინა, თუ იქნებოდა რაიმე კონკრეტული არგუმენტი კანონთან დაკავშირებით, რატომ შეიძლება იყოს ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ევროპულ მომავალს, შეიძლება ეს ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა, თუმცა მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, ჩაკეტა ყველაფერი და შეუძლებელი გახადა ამ ყველაფრის ირგვლივ მსჯელობა. ერთი მხრივ, გასაგებია იმიტომ, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს ბუნებაში, ვინმემ წარმოადგინოს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი ან რატომ შეიძლება ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდეს, ამის არგუმენტი არ არსებობს და ამიტომ იყო ეს გადაწყვეტილება მისი მხრიდან მიღებული“, - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ახლა ბურთი არის პარტნიორების მხარეს, რომლებმაც კალაძის განმარტებით, შანტაჟი უნდა შეწყვიტონ და ამ კანონპროექტის აუცილებლობაც დღის წესრიგში არ დადგება. "ბურთი არის მათ მხარეს, მათ შეუძლიათ ხვალვე გადადგან ნაბიჯები და კონგრესის ჩართულობის გარეშე მიიღონ გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან, ვიზალიბერალიზაციასთან, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან, ინვესტიციების ჩადებასთან, პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ევროკავშირის შანტაჟი შეწყდეს და ამ კანონის აუცილებლობა, მერწმუნეთ, დღის წესრიგში არ იქნება",-განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება