სერგეი ლავროვი ირანის პრეზიდენტის ავიაკატასტროფაში დაღუპვაზე - აშშ-ის მიერ საავიაციო ინდუსტრიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ქვეყნებს ზიანს აყენებს

აშშ-ის მიერ საავიაციო ინდუსტრიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ქვეყნებს ზიანს აყენებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ამერიკელები ამას უარყოფენ, მაგრამ სხვა ქვეყნები, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს, ამერიკული აღჭურვილობისთვის, მათ შორის ავიაციისთვის, სათადარიგო ნაწილებს არ იღებენ. საუბარია რიგითი მოქალაქეებისთვის ზიანის განზრახ მიყენებაზე, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს იყენებენ და როდესაც სათადარიგო ნაწილების მიწოდება არ ხდება, ეს უსაფრთხოების დონის დაქვეითებას პირდაპირ უკავშირდება“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისივე თქმით, დასავლეთის განცხადებები იმის შესახებ, რომ სანქციების მიზანი შესაბამისი სახელმწიფოების ხელისუფლებების ქცევების გამოსწორებაა, სიცრუეა და ეს იმას ადასტურებს, რომ დასავლეთის ნდობა არ შეიძლება.

ცნობისთვის, გუშინ, ირანის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფიმ განაცხადა, რომ ებრაჰიმ რაისისა და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის ავიაკატასტროფაში დაღუპვის ერთ-ერთ მიზეზი აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები იყო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება