საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი პრობიოტიკებით გამდიდრებული ხაჭოს ახალი ტექნოლოგიებით დამუშავების შესაძლებლობებს იკვლევს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მაგისტრანტი ლედი ხაჩიძე პრობიოტიკებით გამდიდრებული ხაჭოს ახალი ტექნოლოგიებით დამუშავების შესაძლებლობებს იკვლევს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, სამაგისტრო თემა - „პრობიოტიკებით გამდიდრებული ხაჭოს ტექნოლოგია მაყვლის დამატებით“, მოიცავს შერჩეული ლაბორატორიული სტარტერების და მაყვლის გამოყენებით გაუმჯობესებული სენსორული - ფერი, სუნი, გემო, ტექსტურა და რეოლოგიური - სიბლანტე, ელასტიურობა, მახასიათებლების მქონე ხაჭოს დამზადებას.

მაგისტრანის თქმით, პრობიოტიკული ბაქტერიებისა და მაყვალის დამატება ხაჭოს ბევრ სასარგებლო თვისებასთან ერთად, ფუნქციური საკვების დანიშნულებას მიანიჭებს.

„ხაჭო არის რძემჟავა პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცილას. სხვა ცილისშემცველი საკვებისგან განსხვავებით, როგორიცაა ხორცი, თევზი, ხაჭოს ცილას ადამიანის ორგანიზმი ბევრად ადვილად ითვისებს. სწორედ ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანები, სპორტსმენები, ბოდიბილდერები აქტიურად იღებენ ამ პროდუქტს. ხაჭოს ყოველდღიური მიღება, რომელიც გამდიდრებული არის პრობიოტიკული ბაქტერიებით, ანუ „მეგობარი ბაქტერიებით“ მომხმარებლის კვების რაციონს ბევრად უფრო ჯანსაღს გახდის. პროდუქტში შემავალი პრობიოტიკული ბაქტერიები ხელს შეუწყობს ნაწლავის მიკროფლორის ფუნქციის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ თემის გაცნობის შემდეგ, დაინტერესებული პირები მიიღებენ ინფორმაციას მიკრო და მაკროელემენტებით, ამინომჟავებით, ცილებით, მდიდარი პროდუქტის შესახებ, რომელიც უნიკალურია თავისი შემადგენლობით, არამხოლოდ გემოვნური მახასიათებლებით, არამედ სამკურნალო თვისებებით. შეექმნებათ წარმოდგენა პრობიოტიკული მიკროორგანიზმების როლის შესახებ ადამიანის რაციონში“, - აცხადებს ლედი ხაჩიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება