გიგა ბოკერია გენერალ ბრაუნის განცხადებაზე - ეს განცხადებაც იმ ღალატის გამოვლინებაა, რომელსაც ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა სჩადის საქართველოს მიმართ

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, გენერალ ჩარლზ ბრაუნის მიერ საქართველოში რუსულ გავლენებზე გაკეთებულ განცხადება „იმ ღალატის გამოვლინებაა, რომელსაც ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა სჩადის საქართველოს მიმართ“.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ მნიშვნელოვანი მოკავშირე ამაზე საუბრობს, არამედ ის, რომ „ეს განცხადება საქართველოში არსებულ მძიმე რეალობას ასახავს“.

„იმის ნაცვლად, რომ დღეს კარგი გაგებით შემტევ დიპლომატიურ პოზიციაში ვიყოთ, რომ საქართველო ამერიკასა და ევროპას დაცულ პლაცდარმად სჭირდება, გვიწევს გავარჩიოთ, თუ რამდენად შეშფოთებულია თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ჩვენს ქვეყანაში რუსული პოზიციების გაძლიერებით.

ეს განცხადებაც იმ ღალატის გამოვლინებაა, რომელსაც ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა სჩადის საქართველოს მიმართ. აქედან მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს - ამ რეჟიმის დემოკრატიული ცვლილება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეშფოთებულები არიან და აკვირდებიან რუსეთის გავლენას საქართველოში.

„ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში ჩვენ დავრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ერთგული. თქვენ იცით, რომ გასულ კვირას შევხვდი ჩემს ნატო-ს კოლეგებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტზე, ასევე ევროპაში უსაფრთხოების ზოგად სიტუაციაზე“, - აღნიშნა გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს