გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მაისს, 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - ციხისძირი, მუხრანი, ძველი ქანდა, წიწამური და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ჩანადირთკარი და საშაბურო; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ფასანაური, ცხვედიეთი, ხევშა, ქოჩორაანი და მიმდებარე სოფლებში; 13:16-დან 15:15 საათამდე აბონენტებს ზაჰესში, ჯვრის ასახვევთან.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია