ჰადას მეიცადი - ყველამ, ვისაც მორალური კომპასის საბაზისო გრძნობა გააჩნია, უნდა გამოვიდეს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება უარყოს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლის კარიმ ხანის გადაწყვეტილება მორალურად ბუნდოვანია, ჩვენ სრულიად უარვყოფთ ამ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ელჩი კარიმ ხანის განცხადებას ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნის შესახებ, აფასებს აბსურდულ მცდელობად, დასვას ტოლობა ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაციას შორის.

“სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილება მორალურად ბუნდოვანია. ეს აბსურდული მცდელობა, რომ რაღაცნაირი ტოლობა გაივლოს ისრაელს, დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ებრძვის, რომელიც ტონობით და ტონობით ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის პალესტინელ ხალხს და ამ მკვლელ ტერორისტულ ორგანიზაციას შორის, რომელიც ჩემს ხალხს კლავდა, საკუთარი ხალხის ზურგს უკან იმალებოდა, სამოქალაქო პირებს “ცოცხალ ფარად” იყენებდა, გენოციდის აქტებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს სჩადიოდა.

შესაბამისად, ჩვენ სრულიად უარვყოფთ ამ გადაწყვეტილებას. აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ უკვე ისაუბრეს ამ რეზოლუციის წინააღმდეგ. ჩვენ, ისრაელი, ICC-ის წევრი სახელმწიფო არ ვართ, ჩვენ მის იურისდიქციას არ ვაღიარებთ, მაგრამ გვჯერა, რომ ყველამ, ვისაც მორალური კომპასის საბაზისო გრძნობა გააჩნია, უნდა გამოვიდეს და ეს გადაწყვეტილება უარყოს”, - განაცხადა მეიცადმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება