კონგრესმენთა ჯგუფი პენტაგონს მოუწოდებს, უკრაინას რუსეთში მდებარე სამიზნეებზე შეტევის ნება დართოს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა გაავრცელა კონგრესმენთა ჯგუფის მიმართვა თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის მიმართ, სადაც მინისტრს მოუწოდებენ, დაუშვას უკრაინის თავდასხმა რუსეთში მდებარე სამიზნეებზე და გააფართოოს უკრაინელების წვრთნა ამერიკულ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე.

კანონმდებლები თვლიან, რომ უკრაინელებს არ შეუძლიათ ეფექტურად დაიცვან თავი ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო, რომელიც უნდა შეიცვალოს.

„ჩვენი უკრაინელი მოკავშირეები ითხოვენ ნებართვას გამოიყენონ შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული გარკვეული ტიპის იარაღი რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სტრატეგიული სამიზნეების წინააღმდეგ ოპერაციების განსახორციელებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის სამხედრო ლიდერებს საშუალება მისცეს, განახორციელონ ოპერაციების მთელი სპექტრი, რომელიც საჭიროა მათ სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის არაპროვოცირებულ თავდასხმაზე რეაგირებისთვის“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც 13 კონგრესმენი როგორც „რესპუბლიკური“ ასევე „დემოკრატიული“ პარტიის მხრიდან.

კონგრესმენები აცხადებენ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი რაოდენობის გაწვრთნილი მფრინავების კრიტიკული საჭიროება, რომლებსაც შეეძლებათ ისეთი თვითმფრინავების მართვა, როგორიცაა F-16.

„12 პილოტის მომზადება უბრალოდ არ არის საკმარისი. უკრაინა საომარ მდგომარეობაშია და სხვა უცხო ქვეყნებთან შედარებით უკრაინის ადგილები პრიორიტეტული უნდა იყოს“, - აღნიშნულია წერილში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს