უკრაინამ და შვედეთმა უსაფრთხოების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს

უკრაინისა და შვედეთის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იგორ ჟოვკვა აწარმოებდა.

მხარეებმა განიხილეს ხელშეკრულების პროექტის დებულებები და შეთანხმდნენ შემდგომი ნაბიჯების შესახებ დოკუმენტის სწრაფად დასასრულებლად და ხელმოწერისთვის.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება ცხრა ქვეყანასთან გააფორმა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაისის დასაწყისში განაცხადა, რომ უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კიდევ შვიდ ახალ შეთანხმებას ამზადებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს