„საქპატენტის“ ტერიტორიაზე 16 სახეობის 136 ხე, ყვავილი და სხვა მცენარე დაირგო

„საქპატენტის“ ეზოს მწვანე სივრცის მოწყობის მიზნით და თანამშრომლებისთვის კომფორტული, ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, მარადმწვანე წიწვოვანი თუ სხვა სახის მცენარეები და ყვავილები დაირგო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, გამწვანების ღონისძიების ფარგლებში 16 სახეობის 136 ნერგი დაირგო, რომელთა შორისაა: ირმის რქა, არიზონას კვიპაროსი, ტუია ბრაბანტი, ჯუჯა ფიჭვი, ჯუჯა ვერცხლისფერი ნაძვი, ტუია რეინგოლდი, ლოროპეტალუმი, დეკორატიული შინდი, სირიული ვარდი, სურო, ცრუჟასმინი, ტუია (ბურთისებრი), ტუია გოლდენ გლობი, ცინერარია, მწვანე გაშლილი კვიპაროსი და კვიპაროსი პირამიდული მწვანე.

„ეზოს გამწვანებაში „საქპატენტის“ თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. დღეიდან, „საქპატენტის“ ტერიტორიაზე გაშენებულ პატარა ვენახთან ერთად, ახალი მცენარეები გაიხარებენ, ეზოს ცოცხალი მწვანე ღობე მოეწყობა და კიდევ ერთი ეკოლოგიურად სუფთა, ყვავილებითა და მცენარეებით გალამაზებული გარემო შეიქმნება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება