საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ფრანკფურტის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Imex Frankfurt 2024 მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი. Imex Frankfurt 2024-ზე ბიუროს წევრი 10 კომპანია და აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობდა.

სამ დღიანი გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, საქმიანი ტურიზმის მიმართულების, ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ პრეზენტაციები გაიმართა. საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ, ასევე წევრმა კომპანიებმა მოლაპარაკებები გამართეს 50 საერთაშორისო კომპანიასთან და ასოციაციასთან პარტნიორობის გაღრმავების მიზნით.

Imex Frankfurt 2024-ზე მონაწილეობის მიზანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე მსხვილი კონფერენციების, კონგრესებისა და ღონისძიებების მოზიდვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება