ისრაელმა ნორვეგიიდან და ირლანდიიდან ელჩები გაიწვია

ისრაელმა ნორვეგიიდან და ირლანდიიდან ელჩები გაიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი ავრცელებს.

ისრაელის მთავრობის ეს ნაბიჯი ნორვეგიისა და ირლანდიის მიერ პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარების შესახებ გავრცელებულ ცნობებს უკავშირდება.

„დღეს მე ირლანდიასა და ნორვეგიას ძლიერ სიგნალს ვუგზავნი: ისრაელი ამას ჩუმად არ უყურებს. ახლახან მე დუბლინიდან და ოსლოდან შემდგომი კონსულტაციების მიზნით ელჩების ისრაელში დაბრუნების ბრძანება გავეცი“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.

რამდენიმე წუთის წინ, ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა. Politico-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ დღეს პალესტინის სახელმწიფოს ესპანეთი და ირლანდიაც აღიარებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება