სტუ-ს საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის 4 ოქროს, 9 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის ოთხი ოქროს, 9 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სტუ-ს ცნობით, საქართველოს პირველობა კადეტთა შორის ქუთაისში, ოლიმპიურ აუზზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და კლუბების ნაკრებებმა. ტურნირი ჩატარდა 2009-2010 წელში დაბადებულ ვაჟებსა და 2010-2011 წელში დაბადებულ გოგონათა შორის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი „ტონუსის” 12 მოცურავიდან რვამ მედლები მოიპოვეს. გამარჯვებულთა შორის არიან: სალი შერბაევა - ესტაფეტა (2 ოქრო 1 ვერცხლი); აკაკი მღებრიშვილი - ესტაფეტა (1 ვერცხლი,2 ოქრო); თინა აბზიანიძე - ესტაფეტა (2 ბრინჯაო); მარწყვიშვილი ლუკა - ესტაფეტა ( 1 ვერცხლი1 ბრინჯაო); ხიტალიშვილი მარიამი - ესტაფეტა (2 ვერცხლი); ერაძე ნინო - ესტაფეტა (2 ვერცხლი); მიქაშავიძე ნიკოლოზი - ესტაფეტა (1 ვერცხლი); ქაჯაია ანდრია - ესტაფეტა (1 ვერცხლი).

სტუ-ის ინფორმაციით, ასევე, საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის გოგონების ჯგუფმა, ოთხჯერ 100 თავისუფალი ყაიდა მოიპოვა ვერცხლის მედალი, ოთხჯერ 100 კომბინირებული ესტაფეტაში კი ვერცხლის მედალი. ხოლო, ვაჟების გუნდმა ოთხჯერ 100 კომბინირებული ესტაფეტაში ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს