თინა ბოკუჩავა - „ლელოს“ კვლევის მიხედვით, ერთიანი სია, „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით ამარცხებს ივანიშვილის მთავრობას - ეს არ არის არჩევნები, სადაც პარტიები პარტიული ბუღალტერიით უნდა დაკავდნენ, ეს უნდა იყოს გამარჯვების სია!

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთიანი სიის შემუშავებას მხარს უჭერს.

ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არ არის არჩევნები, სადაც პარტიები პარტიული ბუღალტერიით უნდა დაკავდნენ ან თვალონ საკუთარი პროპორცია საერთო სიაში. მისი თქმით, ეს უნდა იყოს გამარჯვების სია!

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ივანიშვილმა ქვეყანა დააყენა რეფერენდუმის წინაშე - რუსეთი თუ ევროპა. მიმაჩნია, რომ დღეს საზოგადოებრივი დაკვეთა არის სწორედ პროევროპული, დემოკრატიული ოპოზიციის გაერთიანება და ამიტომ, „ნაცმოძრაობის“ სახელით შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი ფრონტის შექმნას, მათ შორის საერთო სიის სახით, ივანიშვილის რუსული ხელისუფლების დასამარცხებლად და ჩვენი ქვეყნის ევროპულ, სამშვიდობო გზაზე გასაყვანად. მათ შორის, ჩვენი ინფორმაციით, ამას ადასტურებს შიდა კვლევებიც. „ლელოს“ პარტიული შიდა კვლევის შედეგების მიხედვით, ერთიანი სია, „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით ამარცხებს ივანიშვილის მთავრობას და იღებს უმრავლესობას პარლამენტში, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოვახდინოთ მრავალპარტიული კოალიციური, პროდასავლური მთავრობის ფორმირება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. ეს არ არის არჩევნები, სადაც პარტიები პარტიული ბუღალტერიით უნდა დაკავდნენ ან თვალონ საკუთარი პროპორცია საერთო სიაში. ეს უნდა იყოს გამარჯვების სია, რომელმაც უნდა ასახოს საზოგადოებრივი დაკვეთა და საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობით აღჭურვილი ადამიანები უნდა იყვნენ ამ საერთო სიაში, რომელიც იქნება გამარჯვების სია ჩვენი ქვეყნისთვის და არა რომელიმე ერთი პარტიისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია