გრიგოლ გეგელია - რუსეთის მსახურმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა არათუ წინ არ წაიყვანა, არამედ რისკის ქვეშ დააყენა ყველა ის მონაპოვარი, რაც ჩვენს სახელმწიფოს ათწლეულების განმავლობაში ჰქონია

ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც რუსულ კანონზე უმკაცრეს შესაძლო განაჩენს წარმოადგენს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას შეუძლებელს ხდის, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

როგორც გეგელია აცხადებს, „რუსეთის მსახურმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოსთვის ევროპისა და აშშ-ს კარი დაიხუროს და ქვეყანამ და ხალხმა არა თუ ვერ ისარგებლოს ახალი შესაძლებლობებით, არამედ ის მიღწევებიც დაკარგოს, რაც ჩვენმა სახელმწიფომ უძვირეს ფასად მოიპოვა“.

„ვენეციის კომისიის დასკვნა ქმნის იმის საფუძველს, რომ ევროპულმა კომისიამ დაიწყოს მსჯელობა უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, რადგან დასკვნის მიხედვით, დარღვეულია მთელი რიგი ვალდებულებები, რომელიც საქართველოს აღებული აქვს ევროპული კონვენციით და რომლის დაცვაც ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას და მოთხოვნას წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის რამდენიმე ელჩის, და მათ შორის გერმანიის ელჩის განცხადება, რომლის თანახმად, ამ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოები არ დაუჭერენ მხარს საქართველოს მიერ წევრობის მოლაპარაკებების გახსნას.

მაშინ როდესაც ჩვენი პარტნიორები - მოლდოვა და უკრაინა წინ მიდიან, მოლდოვამ ევროკავშირთან თავდაცვის თანამშრომლობას მოაწერა ხელი, ბრიუსელიდან კი ვისმენთ, რომ ივნისის ბოლოს ამ ორი სახელმწიფოსთვის, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის გაიხსნება მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, სად არის ამ დროს საქართველო?

რუსეთის მსახურმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა არათუ წინ არ წაიყვანა, არამედ ამ ხელისუფლებამ რისკის ქვეშ დააყენა ყველა ის მონაპოვარი, რაც ჩვენს სახელმწიფოს ათწლეულების განმავლობაში ჰქონია”, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება