კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ტურიზმის სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, ტურიზმის სექტორში, მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა: ირაკლი ლექვინაძემ, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ; მაია ომიაძემ, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და იუსტინა პაულაუსკაიტემ, Twinning-ის პროექტის მუდმივმა მრჩეველმა.

ირაკლი ლექვინაძემ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, შედეგები მიმოიხილა და ტურისტულ სექტორში, ბიზნესის წარმომადგენლების ინფორმირებულობაზე და მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება.

„2022 წლის 1 ნოემბერს, სააგენტომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულება დაიწყო. მომართვიანობა მზარდია, აღსრულების დაწყებიდან დღემდე სააგენტოში 900-მდე განაცხადი ფიქსირდება. 2023 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელმაც აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებული რიგი საკითხები უნდა დაარეგულიროს და განსაზღვროს ტურისტის, როგორც მომხმარებლის უფლებები და გარანტიები. ჩვენი უწყების მიზანია მომხმარებელთა უფლებების შესახებ ბიზნეს სექტორის ინფორმირებულობის გაძლიერება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება“, - განაცხადა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრაზე და მონაწილეებს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

უწყების ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც ლიეტუვის მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ტურიზმის ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, ვალდემირას სტემპკაუსკასიმ აღნიშნული მიმართულებით მომზადებული პრეზენტაცია წარადგინა და მონაწილეებს ლიეტუვაში არსებული გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრის ფარგლებში, GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის იურისტმა, ნინი ცაბუტაშვილმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს კანონმდებლობა და არსებული გამოწვევები წარუდგინა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ - საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ტურიზმის ადმინისტრაციის, ლიეტუვის მომხმარებლის დაცვის უწყების, ტურიზმის სექტორის და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო